პარლამენტის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა გადაცემა “ფაბრიკის”, ერთ-ერთ წამყვანი, ე.წ. ხმა,   “ქართული ოცნების” დეპუტატს შეადარა, რადგან მან კითხვა დაუსვა,  თუ რატომ არ აპროტესტებდა წინა ხელისუფლების დროს, 1 ლარად ქონების გადაცემის ფაქტებს. მაგალითად უგულავას ნათესავების, ან მეგის ქარდავას ძმისთვის გადაცემულ ქონებას.  ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მაშინ,  მსგავს ინფორმაციებზე ხელი არ მიუწვდებოდა. ახლა კი იმას აპროტესტებს, რასაც ხედავს.

“ზუსტად ოცნების დეპუტატივით ლაპარაკობთ, როგორც კი ვიწყებთ კონკრეტულ თემაზე საუბარს, იმ წუთში ხდება ჩვენი მეხსიერების უკან გადასროლა. 9 წელზე გინდათ ლაპარაკი და გისმენთ… თუ იყო უკანონობა, დაადგინონ, ვისი მხრიდან იყო და შესაბამისი ზომები მიიღონ. მე ვაპროტესტებ იმას, რა ინფორმაციაზეც ხელი მიმიწვდება და რაც ყოველდღიურად მესმის. ასე რომ, ბატონო ხმავ, ნამდვილად ვერ დამწამებთ, რომ რამე ვიცოდი და არ გავაპროტესტე”-განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...