“გულისტკივილს მიზიარებენ კარგი ადამიანები იმაზე, რომ ოპოზიციის ხმები გაიყო – ევროპელების 10 და ნაცების 17 პროცენტს აჯამებენ და საპარლამენტოს შედეგს ადარებენ.

მეგობრებო, ხმებამდე, გზები გაიყო.

გზები გაიყო იმიტომ, რომ სხვადასხვა მიზანი აღმოაჩნდათ.

ევროპული საქართველოსთვის მთავარი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა.

ენმ-ისთვის მთავარია მიშას უპირობო პირველობა. თუ გზას მიშას უპირობო პირველობამდე არ მიყავხარ, ის გზა არ ვარგა.

ბუნებრივია საწყენია, რომ მიშას და მის ყოფილ თანამებრძოლებს განსხვავებული მიზნები აღმოაჩნდათ, მაგრამ დემოკრატია ასე მუშაობს, როცა მიზნები სხვადასხვაა, გზები იყოფა.

ამომრჩეველმა გადაწყვიტა რომელი გზა ურჩევნია.

ეს არჩევნები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციური სპექტრის ხელახალი პოზიციონირება მოხდა იმ ტექტონიკური ძვრების შემდეგ, რაც 2016 წლის არჩევნებს მოყვა.

მიმაჩნია რომ ევროპულმა საქართველომ ძლიერი სტარტი აიღო – პარტია არჩევნებში იქმნება, თვითმმართველობის არჩევნები კი ამისთვის მისწრებაა.

ადრე, ადრე – ჯერ კიდევ ყრილობამდე ემბრიონად რომ მოვიხსენიე, ბევრმა ვერ გაიგო.

ამას ვგულისხმობდი – პარტია რეალურად ახლა დაიბადა და იწყებს ძალიან მყარი 10.5 პროცენტიდან ეროვნული მასშტაბით.

ამასთან, შვა ახალი, უმრავლესობისთვის უცნობი, ენერგიული ლიდერი რომელმაც რამდენიმე თვეში თბილისში 7 პროცენტის მობილიზება შეძლო და ეს მხოლოდ დასაწყისია – არ გაჩერდება, თან პარლამენტშია, მუდმივი ფორუმი აქვს და მოსახლეობასთან ურთიერთობას ალღო აუღო.

(ასევე არაერთი ახალი ლიდერი რეგიონებში და სხვა ქალაქებში – ნინო იმედაშვილი, ლელა ქებურია, აჰმედ იმამკულიევი… არ მინდა ვინმე გამომრჩეს)

ძალიან ცუდია ბიძინა რომ გაძლიერდა – მაგრამ ოპოზიციის დაქსაქსვის ფონზე, ეს მოსალოდნელი იყო.

P.S. იმასაც დავამატებ, რომ მე ზედაპირული მგონია არჩევნების ასეთი მექანიკური არითმეტიკა, თუ გავითვალისწინებთ, რომ აბსოლუტურ რიცხვებში გადაყვანა და წინა თვითმმართველობასთან შედარება სხვა სურათს 11111იძლევა, მაგრამ ეს არაა ამ პოსტის არსთან მნიშვნელოვან კავშირში”-წერს “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვაერდზე.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...