ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა იყო. ამის შესახებ მსახიობის ბიძაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სასწრაფოს ექიმმა თვითმკვლელობის ვერანაირი ნიშნები ვერ ნახა.

“თავის ლოგინთან ნიტროგლიცერინი თავგახსნილი ედო. შესაძლოა გულმა შეაწუხა. 12:00 საათზე მეგობართან ჰქონდა დარეკილი და 14:00 საათზე მაღვიძარა ჰქონდა დაყენებული. დილით ბოსტნეული უყიდია, რომ სალათა გაეკეთებინა. ბოლო პერიოდში ნორმალურად იყო. ელოდებოდა ახალ-ახალ საქმეებს, ამერიკიდან შვილის ჩამოსვლას. აქტიური იყო და თავს ცუდად არ გრძნობდა. ჩვენთან ოჯახში დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო და მესამე სართულზე კიბეებზე რომ ამოვიდა, სუნთქვა უჭირდა. მეზობლებიც იმავეს ამბობენ, ჩანს, გულის უკმარისობა ჰქონდა“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძის შვილი ამერიკიდან ხვალ, 05:00 საათზე ჩამოფრინდება.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...