მომღერალი ვერიკო ტურაშვილი, თბილისობის კონცერტზე გამომსვლელ შემსრულებელთა სიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

”რჩება თუ არა პოლიტიზირებული ღონისძიებები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს და მომღერლებს იწვევს?”, – არჩილ გამზარდიას შეკითხვას მომღერალი ვერიკო ტურაშვილი ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემაში “ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად” პასუხობს: “მგონია, რომ საზოგადოებას უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აინტერესებს, ამიტომ ბოდუშს მოვუხდი მათ და დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას. მქონდა საუბარი თბილისობის ერთ-ერთ ორგანიზატორთან. როგორც ჩანს მე ვიყავი მონაწილეების ჩამონათვალში, თუმცა, ჩვენი პირადი საუბრის შემდეგ გადაწყდა, ისე რომ არც მითხრეს, აღარ ვარ მონაწილე. მეცინება ამ საკითხზე. მაინტერესებს მიზეზი, რატომ მოხდა ასე… გამოვრიცხავ პოლიტიკურ სარჩულს და შავ სიებს! ჩემი შემთხვევა კავშირშია პირად დამოკიდებულებასთან, ვისაც ვესაუბრე. ჩემი ბევრი კოლეგა იღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში”, – განაცხადა ტურაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, ის ესაუბრა რუსუდან მორჩილაძეს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...