“ყველა – ერთის წინააღმდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ბედისწერად იქცა.
ყველა გამსახურდიას წინააღმდეგ!
ყველა შევარდნაძის წინააღმდეგ!
ყველა სააკაშვილის წინააღმდეგ!
ლიდერები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ ყველას აერთიანებს ერთი ბედისწერა – ფაქტობრივად ყველა ჩამოაგდეს, სააკაშვილიც კი.
ახლა ყველა ბიძინას წინააღმდეგ ირაზმება. ამას აქვს თავისი წინაპირობები და ლოგიკა, მაგრამ იგივე დასასრული ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს საქართველოს.
არადა, თუ ივანიშვილმა საზოგადოებასთან დიალოგი არ დაიწყო, ეს დიდი ალბათობით განმეორდება. ადრე ყველა შემთხვევაში დაზარალდა საქართველო და ქართველი ხალხი. ამჯერად შედეგები შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე იყოს.
ეკონომიკა კი ასეთ შემთხვევებში არამარტო სიტუაციის ტყვეა, არამედ მძევალიც.
მოვუწოდებ ბატონ ბიძინას უზრუნველყოს ასეთი დიალოგის დაწყება, თუ თვითონ არ მიიღებს მონაწილეობას, დანიშნოს ხელისუფლებისგან ლიდერი, ფორმალურად ეს პრემიერი კვირიკაშვილია, თუ მოისურვებს, შეუძლია გაუძღვეს ამ დიალოგს. მას არამარტო ფადი ასლი, უცხოელი ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსი, საბანკო და ბიზნეს – ლობი კი არ უნდა უჭერდეს მხარს, არამედ ფართო საზოგადოება. დიალოგის დაყოვნება აამოქმედებს პრინციპს – ყველა ერთის წინააღმდეგ, თავისი დამანგრეველი შედეგებით. ეს შედეგები 2018 წლამდე, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებამდე, თავს არ იჩენს, მხოლოდ 2018 წლიდან დაიწყება და რა დაიწყება…”-წერს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...