11 ოქტომბერს, ვაშლიჯვარში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ , ფრაქცია ,, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ადგილობრივ არჩევნებში, მაჟორიტარობის კანდიდატმა ავთანდილ ცინცაძემ . შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქისა და ზოგადად ქვეყნის წარმატების მიღწევის გზებზე.  მაჟორიტარობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძეს კი მოახლოებულ არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.

,,მჯერა საბურთალო, ვაშლიჯვარი, დიღომი მალე სიცოცხლით სავსე თბილისის გამორჩეულ უბნებად იქცევა, ერთად დგომით და თქვენი მხარდაჭერით მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე”-მიმართა მოსახლეობას  საბურთალოს რაიონის მე-4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ავთანდილ ცინცაძემ.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...