პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს მფარველობდა.

ყოფილი გამომძიებელი გია ალავიძე, რომელიც სასჯელს ავჭალის ციხეში იხდიდა და ყველაფრის თვითმხილველია, “იმედის კვირასთან” საუბარში ამბობს, რომ პეტრიაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ციხეში სტუმრობდა.

“2008 წლის 7 აგვისტოდან 12 აგვისტოს პერიოდში შემობრძანებული იყო კოლონიაში და წაიღო ბენზინის ტალონები, რომლებიც მას გერონტი ალანიამ გადასცა. საუბარი ეხებოდა ხალხის ორგანიზებულად აქციაზე წაყვანას. “-აცხადებს გია ალავიძე.

პეტრიაშვილი ამბობს, რომ მეგობრის საქციელზე პასუხს არ აგებს და ამ საკითხზე პროკურატურაში ორჯერ აქვს ჩვენება მიცმული, თუმცა გაუთქმელობის ვალდებულების გამო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. “იმედმა” მისი ნათქვამი პროკურატურაში გადაამოწმა, პრესსამსახურის ინფორმაციით, ის მართლაც დაკითხულია მოწმის სტატუსით, თუმცა გაუთქმელობის პირობა არ აქვს დადებული. გერონტი ალანიასთან მიმართებაში პეტრიაშვილის სახელი სხვა საქმეშიც ფიგურირებს. პროფკავშირებში გერონტი ალანიას მამის დასაქმების გამო პოსტი დაატოვებინეს გენერალ კობა კობალაძის მამას.

“მე ვერ ვმალავ ჩემს აღელვებას და ძალიან ვწუხვარ, რომ თურმე დღესაც არსებობენ ის ადამიანები, რომლებმაც მაშინ მონაწილეობა მიიღეს მკვლელების მფარველობაში და თურმე დღეს ისინი იკავებენ თანამდებობებს”-აცხადებს სანდრო გირგვლიანის ბიძა გოგი ენუქიძე.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...