პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც პოეტის შვილი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, ინსულტი 9 დღის წინ განვითარდა, თუმცა მდგომარეობა გუშინ დამძიმდა.
„ძალიან მძიმედაა, უკიდურესად მძიმედ, ინსულტი აქვს. 9 დღის წინ საავადმყოფოში მოვათავსეთ. გუშინ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ცნობიერებაც დაკარგა. ფილტვის პნევმონიაც აქვს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მთელი საქართველო გვირეკავს, სიყვარულიც ეს ყოფილა, გაოცებულები ვართ“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანმა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...