მუქი სპილენძისფერი სახის გამო პატრიცია კრენსტილს მეტსახელი “გარუჯული დედიკო” შეარქვეს. ეს ქალი განსაკუთრებით ცნობილი 2012 წელს გახდა , როცა მის შესახებ ინფორმაცია ამერიკის  ახალ ამბებში გავიდა.

საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ქალს ერთი დღის გაძლებაც არ შეუძლია სოლარიუმის გარეშე. ინტერნეტში მომენტალურად გავცელდა სიახლე იშვიათი დამოკიდებულების შესახებ.

ნიუ-ჯერსიში მცხოვრები მარტოხელა დედა, რომელიც რუჯზე სერიოზულად დამოკიდებული გახდა, მისი საქციელი ყოველთვის კამათის და განსჯის საგანი იყო. მაგრამ ერთ დღეს, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პატრიციას 5 წლის გოგონა სკოლაში მთელ სხეულზე მიღებული დამწვრობებით გამოცხადდა.

 მოგვიანებით გაირკვა, რომ პატრიცია გოგონას აიძულებდა მასთან ერთად გარუჯულიყო მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-ჯერსიში იკრძალება 14 წლამდე ბავშვებისთვის სოლარიუმის გამოყენება.
“გარუჯული დედიკო” დააპატიმრეს, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო სასამართლომ ის უდანაშაულოდ სცნო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალმს შვილისთვის ზიანი შეგნებულად არ მიუყენებია.
.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როდესაც ყველა ბრალდება მოეხსნა, პატრიციამ დამოკიდებულების მოსახსნელად სარეაბილიტაციო ცენტრში დაიწყო მკურნალობა.

გარუჯვის მიმართ დაუძლეველი ლტოლვის გარდა, ქალს სხვა პრობლემებიც აღმოაჩნდა: საზოგადოებაში ნასვამი გამოხდომები, რის გამოც სარეაბილიტაციო ცენტრში ხელმეორედ მოუხდა დაბრუნება.

50 წლის ასაკში, საბოლოოდ  დაძლია რუჯის მიმართ ლტოლვა და თავისი ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება შეძლო. ტელეშოუში პატრიციამ განაცხადა, რომ საყვარელი ადამიანიც იშოვა და დღეს ნამდვილად ბედნიერია.

დღეს პატრიცია აქტიურად მონაწილეობს ჰოვარდ შტერნის შოუში. და ხალხის რეაქციებიდან გამომდინარე, მათ ასეთი “გარუჯული დედიკო” გაცილებით უფრო მოსწონთ, ვიდრე ადრინდელი.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...