რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არღვევს, ასევე საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის შესაძლებლობას:

“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე განახორციელა, ისევე როგორც მანამდე განხორციელებული სხვა ვიზიტები, არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გუშინ 8 აგვისტოს ჩავიდა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...