ინტერნეტში ამერიკელი მსახიობის, კრისტიან ბეილის ფოტოები გამოჩნდა, რომელმაც ახალი როლისთვის ისე მოიმატა წონაში, რომ ძნელად საცნობი გახდა.

«კრისტიან ბეილი , რომელმაც ახალ ფილმში დიკ ჩეინის როლი უნდა შეასრულოს, პაპარაცების ობიექტივში მოხვდა”-წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელმაც ფოტოები Twitter-ზე გაავრცელა.

43 წლის მსახიობი ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს დიკ ჩეინის განასახიერებს ადამ მაკკეის ფილმში, რომლის სახელწოდება და ეკრანებზე გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

2016 წელს, ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა უარი თქვა შეესრულებინა იტალიელი კონსტრუქტორის და ავტომრბოლელის ენცო ფერარაის როლი, რადგან აუცილებელი იყო წონაში მომატება. 2004 წელს ბეილი 55 კგ-მდე გახდა კრისტოფერ ნოლანის ფილმში “ბეტმენი: დასწაყისი” მთავარი როლისთვის.

 

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...