იემენის სანაპიროსთან 29 მიგრანტი ზღვაში დაიხრჩო. ინფორმაციას გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობის ასაკი 16 წელს არ აღემატებოდა.

გაერო-ში ამბობენ, რომ ადამიანების ტრეფიკინგში ეჭვმიტანილებმა სასაზღვრო სამსახურის კატერი შენიშნეს და ლტოლვილებს ზღვაში გადახტომა აიძულეს. ინციდენტის დროს ხომალდზე 120 მიგრანტი იმყოფებოდა, მათგან 27 სანაპიროზე იპოვეს. დანარჩენებმა გზა გააგრძელეს, ხოლო 29 დაკარგულად ითვლება. მიგრანტები ძირითადად ეთიოპიიდან და სომალიდან იყვნენ, ისინი იემენის გავლით სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში მოხვედრას ცდილობდნენ.

გაერო-ს ლტოლვილთა სააგანტოს მონაცემებით, მხოლოდ წელს აფრიკიდან იემენში 55 ათასი მიგრანტი ჩავიდა. მათი უმრავლესობა მოზარდი ან ქალია.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...