“მიხარია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ ახლა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმიანება. აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მას, საერთაშორისო ნორმების აღიარებისა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისკენ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი შეუსაბამოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებთან, რომლის მონაწილეც არის რუსეთი და რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. მსგავსი ქმედებებით რუსეთი კიდევ ერთხელ, ღიად უპირისპირდება მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და არღვევს მსოფლიო წესრიგს. პუტინის ვიზიტს უკვე მოყვა ევროკავშირის გამოხმაურებაც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მობილიზება ამ საკითხის ირგვლივ. რუსეთისთვის ეს და სხვა პარტნიორების განცხადებები არის კიდევ ერთი ღია მინიშნება, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ”.-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა .


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...