ჯგუფ “კონოს” ლიდერის, ვიქტორ ცოის შვილმა სადებიუტო ალბომის სინგლი გამოსცა. ალექსანდრ ცოის «Шепот»-ის ვიდეო “იუთუბზე” გამოქვეყნდა. ცოი რონინის ფსევდონიმით გამოდის.

როგორც რონინი ამბობს, სიმღერის მუსიკა 10 წელზე მეტი ხნის წინ დაიწერა.

“ზოგიერთი სიმღერის სადემონსტრაციო ვერსიებში ვოკალი ცოტათი მამაჩემისას გავს.

თუ მოვდუნდები, არ ვაკვირდები საკუთარ თავს, დაბალ რეგისტებში მსგავსი გამოდის, მე საკუთარი მანერა უნდა მომეძებნა”-აცხადებს ცნობილი მომღერლის შვილი.

80-იან წლებში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსი როკ-შემსრულებელი ვიქტორ ცოი 1990 წელს ავტოავარიაში დაიღუპა. მას შემდეგ 27 წელი გავიდა, თუმცა ცოის პოპულარობა კიდევ უფრო იზრდება, მისი თაყვანისმცემლების რიცხვი კი კვლავ მატულობს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...