ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში, წლების წინ, ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ მიძღვნილ ლექსებს აქვეყნებს და წერს:

“ეს ჩემი სულის ნაწილია.. ეს ჩემი დიდი მეგობრის, უმაგრესი ადამიანის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებია, რომელსაც პერიოდულობით მიძღვნიდა!
ნეტავ იცოდეთ, როგორი რუდუნებით ვინახავდი ეს 20 წელი…
ახლა მითხრეს, ცუდად არის და რეანიმაციაში წევსო..
გეხვეწებით, ბატონო ჯანსუღ, არ წახვიდეთ!!!..
მიყვარხართ ძალიან!!!
ერთ ლექსში მიწერთ, ” გაიხედ- გამოიხედე, შენზე ჯიგარი მაჩვენე”- ო..
ჰო და, მეც გავიხედ- გამოვიხედე და ჩემი ყველაზე ჯიგრიანი ჯანსუღ ჩარკვიანი ცოცხალი მინდა მყავდეს!!!…
ნუ წახვალთ, გეხვეწებით!!!”

შეგახსენებთ, რომ ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...