ეგვიპტის ტრანსპორტი მინისტრის მრჩეველი რკინიგზის დარგში, მუსტაფა ეს-საიედი ალექსანდრიის გარეუბანში, ორი მატარებლის შეჯახების ადგილზე მივიდა. კატასტროფის მსხვერპლთა დანახვისას მოხელეს გულის შეტევა მოუვიდა.

ექიმები ცდილობდნენ მამაკაცის გადარჩენას, მაგრამ ის კომაში ჩავარდა და გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ალექსანდრიის გარეუბანში კაიროდან მომავალი სამგზავრო მატარებელი მთელი სიჩქარით დაეჯახა გზაზე მდგარ  პორტსაიდის ეშელონს. შეჯახების შედეგად 5 ვაგონი რელსებიდან გადავიდა. დაშავებულთა ამოსაყვანად მძიმე ტექნიკის დახმარება გახდა საჭირო. კატასტროფას 44 ადამიანი ემსხვერპლა და 120 დაშავდა.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...