აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.

განცხადება ქვეყნის ლიდერმა ოპოიდების მოხმარებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც “ოპოიდური ეპიდემია” უწოდა. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელების მიერ ოპოიდების მოხმარება კრიტიკულ ნიშნულს აცდა და ამ წუთებში მისი ადმინისტრაცია რიგ დოკუმენტებს ამუშავებს, რათა ოფიციალურად განისაზღვროს ეპიდემიის სტატუსი.

“ოპოიდური კრიზისი- ეს არის საგანგებო სიტუაცია, და მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ეს არის საგანგებო სიტუაცუა. დიახ, ჩვენ ვმუშაობთ და ვაპირებთ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.  ეს არის სერიოზული პრობლემა, როგორიც არასდროს გვქონია”-განაცხადა პრეზიდენდტმა.

მარტის ბოლოს ტრამპმა ნარკომანიასთან და ოპოიდურ კრიზისთან ბრძოლის კომისია შექმნა, რომელსაც სათავეში  ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორი კრის კრისტი ჩაუდგა. 4 თვის შემდეგ კომისიამ პირველი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ტრამპს  აშშ-ში საგანგებო სიტუაციის შექმნისკენ მოუწოდა.

ოპოიდური ეპიდემია, რომელიც ამჟამად აშშ-შია, უპრეცედენტოა, ნათქვამია მოხსენებაში. ალბათ, რიგითი ამერიკელი შოკირებული იქნება, როდესაც გაიგებს, რომ ნარკოტიკების ზედოზირებით გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ცეცხლსასროლი იარაღით და საავტომობილო ავარიებით ერთად აღებული .- აშშ-ში ნარკოტიკების ზედოზირებით ყოველდღე დაახლოებით 142 ადამიანი კვდება!

 

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...