თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დიდგორის ველზე 12 აგვისტოს “დიდგორობა 2017″ იმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართული ტრადიციული რეწვის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები, საკონცერტო წარმოდგენა, სახალხო სეირნობა. ასევე დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები: ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და დოღი.

ღონისძიებას  საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, თავდაცვის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის სხვა პირები, ასევე მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა დაესწრება.

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – ,,დიდგორის ჯვრის ორდენი”, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს. 16 მარტს დიდგორის ბრძოლის დასვენების დღედ გამოცხადებას პარლამენტში განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...