ბაუ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ბატონი ისმეთ დინდარი საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს.
“მეგობრებმა ახლახანს მახარეს, რომ საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად ამირჩიეს. დიდი მადლობა ჩემს საქართველოს! ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად უფრო დიდი მოტივაციაა მეტი კარგი საქმის საკეთებლად. ვიმედოვნებ გავამართლებ თქვენს იმედებს”…-წერს ისმეთ დინდარი -მიქელაძე სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.
შეგახსენებთ რომ პროფერორმა ისმეთ დინდარმა 1993 წელს ათათურქის უნივერსიტეტში მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის დარგში. მისი პროფესიული კარიერა დაკავშირებულია ისეთ სამედიცინო დაწესებულებებთან როგორიცაა: “მედიცინა გრუპ ჰოსტპიტალი”, “მედიკალ პარკ ჰოსტიპალი”, “კოლანის საერთაშორისო ჰოსპიტალი”. იგი მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორია. 2000 წელს პროფესორი ისმეთ დინდარი საქართველოს პრეზიტენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით და ამავე წელს მიიღო საქართველოს საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება და საპატიო მედალი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...