მინიმუმ 33 ადამიანი დაშავდა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ატრაქციონზე. მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით 14:30 სთ-ზე, ატრაქციონ ამერიკულ მთებზე ორი ვაგონი ერთმანეთს დაეჯახა. დაშავებულები, რომელთა შორის არასრულწლოვნებიც არიან, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, არცერთ მათგანს სერიოზული ტრავმა არ მიუღია. ადგილობრივი პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...