ბათუმი შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს.

28 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა „Jamiroquai“-მ კონცერტი გამართა. კონცერტი ბენდის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარებულ შოუს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 3 მილიონამდე ადამიანმა ადევნა თვალი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ორგანიზატორებს ლეგენდარული ჯგუფის წევრებმა მთლიანი კონცერტის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების საშუალება მისცეს.

 ბრიტანელმა მომღერალმა მსმენელის წინაშე შეასრულა როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე კომპოზიციები ბოლოს ალბომიდან Automaton“. 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...