პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელიც ამჟამად იურმალაში იმყოფება, სოციალურ ქსელში ქეთა თოფურიასთან, ” A-სტუდიოს” წევრებთან  და ალა პუგაჩოვასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე კარგად ჩანს, რა არაჩვეულებრივად გამოიყურება ალა პუგაჩოვა, რომელმაც ზედმეტ კილოგრამებს მინიმუმ 20 წელი თან გააყოლა .

მას შემდეგ, რაც “ნოვაია ვოლნას” კონკურსმა  სოჭში გადაინაცვლა, ლაიმა ვაიკულემ იურმალაში საკუთარი ფესტივალი გააკეთა, სადაც წელს საქართველოდან ანსამბლი he Quintessence იღებს მონაწილეობას.

“ეს არ არის კონკურსი, ეს არის 4 დღიანი დღესასწაული, სადაც  ლაიმას მეგობრები იღებენ მონაწილეობას. შემომთავაზეს, საქართველოდან გამეგზავნა შემსრულებელი. ვიცი რა ლაიმას გემოვნება, გავუგზავნე მასალა . ლაიმას ბავშვები ძალიან მოეწონა. დუეტსაც მღერიან და სოლოსაც. “-გვითხრა ნატო დუმბაძემ.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...