მეტეოროლოგები შესაბამის უწყებებს საგანგებო შეტყობინებას უგზავნიან, მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, წვიმა და წყალდიდობები. საგანგებო სამსახურები სრულ მზადყოფნაზე გადადიან.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში 19 ივნისს საღამოს საათებიდან 22 ივნისამდესაქართველოს მთელ ტერიტორიაზე უხვი ნალექია მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში კი ძლიერი სეტყვაც.

ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უკვე მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია დღეს საღამოს დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა მოვიდეს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...