პარტია “რუსეთის კომუნისტები” წინადადებით გამოდის, მოსკოვში აღდგეს პავლიკ მოროზოვის ძეგლი, რომელიც “კრასნაია პრესნიაზე” იდგა. ამის შესახებ РИА Новости-ის პარტიის პრეს-სამსახურიდან შეატყობინეს.

შესაბამისი მოთხოვნა ქალაქის მერიაში პარტიის თავმჯდომარემ უკვე გაგზავნა.

პავლიკ მოროზოვის ძეგლი მისდამი მიძღვნილ საბავშვო პარკში “კრასნაია პრესნიაზე” 1948 წელს დადგეს, 1991 წელს კი აიღეს. მსგავსი მონუმენტები სხვა ქალაქებშიც იდგა. ბიჭის სახელს არქმევდნენ ქუჩებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს. მისი სახე საბჭოთა კინოში , ლიტერატურაში და ხელოვნებაში გამოიყენებოდა როგორც მისაბაძი პიონერის ეტალონი.

სკოლის მოსწავლე პავლიკ მოროზოვი ცნობილია იმით, რომ საკუთარი მამის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სასამართლოში. მისი მტკიცებით, მამა დედას ხშირად სცემდა და სახლში ქრთამის სახით აღებული ნივთები მოქონდა, რომლებსაც კულაკებზე ყალბი დოკუმენტების გაცემის შედეგად იღებდა. ამის შემდეგ ბიჭი სოფლის სხვა მაცხოვრებლებს სისტემატურად ასმენდა პოლიციაში სხვადასხვა მიზეზებით.

პავლიკ მოროზოვი თავის უმცროს ძმასთან ერთად სოფელში ტყესთან ახლოს მოკლული იპოვეს. 1932 წლის ბოლოს სოფელ გერასიმოვკაში მოეწყო საჩვენებელი პროცესი, რომლის განაჩენით იქვე, კლუბის ეზოში დახვრიტეს  პავლიკის და მისი ძმის მკვლელობაში ბრალდებულები-  მოროზოვის ნათესავები. 80 წელს გადაცილებული ბებია და ბაბუა კი ციხეში გარდაიცვალნენ.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...