20 მაისს “ბლექ სი არენაზე ”  ჯგუფ “აეროსმიტი”-ს კონცერტზე დასწრების მსურველები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეკვეთილისკენ უკვე დაიძრნენ.  

გია შარაშენიძე, რომელიც თბილისიდან გურიისკენ დღეს დილით გაემგზავრა,  სოციალურ  ქსელში პოსტს აქვეყნებს.

” გადასარევი ამინდია, არ ვიცი ზღვაზე რა ხდება,მაგრამ ვიცი, რომ “ბლექ სი არენა” მოძრავი კონსტრუქციაა და წვიმის შემთხვევაში გადაიხურება. ისე, რა უბედურებაა ეს ბლექ სიი და გრანდ ოტელ საქართველო,როცა ქართული ენა,ბევრად ლამაზად ჟღერს — შავი ზღვის არენა… მაგრამ, ევროპელებს თუ ვუადვილებთ აღქმას, მაშინ ქართული სიტყვის სწავლის სიამოვნებასაც ვუკარგავთ უცხოელ ტურისტებს, რომლებსაც ენა უფრო აინტერესებთ კულტურასთან ერთად, ვიდრე ჩვენი, მატრაკვეცული ინტეგრაცია ევროპასთან.
რაც შეეხება კონცერტს, ამის შესახებ მოგვიანებით მოვყვები. ახლა კი დროებით – გავეშურე დასავლეთისკენ…”-წერს გია შარაშენიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზზე.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...