ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერს დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში ელოდებიან. ზალბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდება.

ზალბერი ბოლო ორი დღის განმავლობაში სოხუმში იმყოფებოდა, იქამდე კი შეხვედრები ცხინვალში გამართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით,  ქართულმა მხარემ ევროკავშირს უკვე მიაწოდა ინფორმაცია ზალბერის ბიბილოვისთვის „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტად არჩევის მილოცვის შესახებ, რასაც, არ არის გამორიცხული, ზალბერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება მოჰყვეს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა, რასაც თბილისში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარეს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...