მთაწმინდის რაიონის  დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის შესახებ განცხადებას აკეთებს.

“ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიისთვის და ჟენევის თანათავმჯდომარის, ჰერბერტ ზალბერის განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს. … ასეთ შემთხვევაში ჩვენ მორჩილადარ უნდა  დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა … დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენობის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა. ამას ერთი პასუხი აქვს: “პერსონა ნონ გრატა”-დ გამოცხადება … ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასთვის გაფრთხილება.”-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნულ „პოსტის“ დაკავება მიულოცა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...