ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს და დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ცრუობენ:
 
„უკვე მერამდენედ, ადვოკატების მხრიდან ჩვენი შუამდგომლობების დამახინჯება ხდება და ისინი სიცრუეს ტირაჟირებენ. ეს არის ახალმოგონილი სიცრუე და ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს. ეს ადვოკატმა ხელოვნურად დაამახინჯა“, – განაცხადა პროკურორმა ადვოკატ გიორგი ფანცულაიას გამოსვლის პასუხად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...