სიჩქარის 5%-ით შემცირება საგზაო შემთხვევის ფატალურ შედეგს 30%-ით ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევებზე დაყრნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სიჩქარე საგზაო ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. ავტომობილის სიჩქარის ზრდის პროპორციულად იზრდება სიკვდილის და დაშავების რისკი.
 ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” სტატისტიკით, 2016 წელს სიჩქარის გადაჭარბების 1 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამიანი დაიღუპა, 2 025-მა კი დაზიანება მიიღო.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...