თბილისის მერის მოადგილის, ნინო ხატისკაცის ინფორმაციით, დაანონსებული მილიონი ხიდან დედაქალაქის მასშტაბით 700 ათასი ნერგი უკვე დარგულია. ნინა ხატისკაცის განცხადებით, დარგული ნერგების უდიდესმა ნაწილმა გაიხარა. მისივე თქმით, ხის გახმობის შემთხვევაში, კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია, ის ახალი ნერგით ჩაანაცვლოს.

“კონტრაქტორს ვალდებულება აქვთ მოვლის და 100%-იანი ჩანაცვლების. ჩანაცვლებას თავისი დრო აქვს. ჩანაცვლებისთვის უნდა იყოს შესაბამისი სეზონი და კლიმატი. აქედან გამომდინარე, თუ კონტრაქტის ვადა გასული არ არის, 2-3 წლის მანძილზე თითოეული გამხმარი ხის ნერგი ჩანაცვლდება. ნერგების 70-80%-ის გახარება არის იდეალური, თუმცა ხმობა 2-3 წლის მანძილზე ხდება. ასე რომ, ამ წლების განმავლობაში კონტრაქტორები გამხმარ ნერგებს ახლით ცვლიან”, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

ნინა ხატისკაცის განმარტებით, თბილისის მერიასა და კონტრაქტორ კომპანიებს შორის სამწლიანი კონტრაქტები არსებობს, რათა თითოეული გამხმარი ნერგი ახლით ჩანაცვლდეს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...