ბოლო დროს, ინტერნეტ გამოცემების ერთ-ერთი მთავარი თემა შახ კაჯარის ჰარამხანის ფოტოებია. როგორც სტატიებში წერია, შახი თავად უღებდა ფოტოებს თავის ჰარამხანას, სადაც ქალები, შახის ცოლები სწორედ ასე გამოიყურებოდნენ. რა საშინელებაა…

ჩვენ კი მივეჩვიეთ, რომ ფილმებში ჰარემის მაცხოვრებლები აღმოსავლური სილამაზის, შავთვალა ლამაზმანები იყვნენ.” ახლა კი გვეუბნებიან, რომ ნასრედინ-შახის ეპოქაში , მის ჰარამხანაში ისეთი ცოლები იყვნენ, რომლებსაც შეხედავ და მოგინდება უთხრა: “გიულჩეტაი, სახე დაიფარე”!-წერს გამოცემა Livejournal, რომელმაც გადაწყვიტა, გარკვეულიყო ამ უცნაურ სიტუაციაში.

მოდით, დავათვალიეროთ ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება.

ფოტოსესიის წინ: შახ კაჯარი და რუსი ფოტოგრაფი სევერიუგინი, რომელიც შახის კარზე მუშაობდა და რომელსაც ეკუთვნის გავრცელებული ფოტოები.

სიმსუქნე-სილამაზის მთავარი კრიტერიუმი

შეუდარებელი ანის ალ-დერეხი-შახის საყვარელი მეუღლე (მარჯვნივ)

ეს ფოტოები ირანის შახის გემოვნებაზე გვიქმნის წარმოდგენას: ქალები  მსუქნები იყვნენ, ხშირი წარბებით და კარგად შესამჩნევი ულვაშებით. ჩანს, რომ ისინი არ შიმშილობდნენ და არც ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ.

მაგრამ არა! იმ დროსაც კი, სილამაზის სულ სხვა ეტალონები იყო!
კარგად დააკვირდით, არავის გაგონებთ ?

არც ამას?

ახლა კი სიმართლე, რომელიც livejournal-მა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით გამოიკვლია.

ფოტოები, რომლებიც  ინტერნეტში ვრცელდება სათაურით “ჰარამხანა”. სინამდვილეში  შახ ნასრედინის მიერ 1890 წელს შექმნილი პირველი სახელმწიფო თეატრის  მამაკაცი-მსახიობების ფოტოებია. მსახიობები სატირულ პიესებში თამაშობდნენ, რომელიც განკუთვნილი იყო ძირითადად სამეფო კარისთვის. თეატრის ორგანიზატორი იყო მირზა ალი-აკბარ ხან ნაგაშბაში. ვინაიდან იმ დროს, ქალებს სცენაზე გამოსვლა ეკრძალებოდათ, როლებს მამაკაცი ასრულებდნენ. ქალები პირველად ირანში, სცენაზე 1917 წელს გამოჩნდნენ.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...