ჩეჩნეთის ორი მკვიდრი, რომლებიც მათი თქმით, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო სამშობლოში იდევნებიან, ლიტვაში ჩავიდნენ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა დაადასტურა, რომ ამ ადამიანებზე ვიზა გაიცა. სხვა დეტალების შესახებ, როგორიცაა ვიზის სახეობა, მინისტრმა არ ისაუბრა. მან არც ის დააზუსტა, მიეცემათ თუ არა ჩეჩნეთის  მოქალაქეებს თავშესაფარი.

ლინკიავიჩუსმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეთანხმებულია სხვა სახელმწიფოებთან. “ჩვენ თანმიმდევრობით ვაყენებდით ამ საკითხს ევროკავშირის ფორმატში, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო სტრუქტურებში – დახმარების და თუ საჭიროა, თავშესაფრის მიცემის თაობაზე”-განაცხადა მან.

 

16 მაისს ცნობილი გახდა, რომ ფრანგულმა ლგბტ ორგანიზაციებმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლეს რესპუბლიკაში გეების დევნის გამო.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...