ემუქრება თუ არა თბილისს წყალდიდობა და  რამდენად სახიფათოა ამ მხრივ მომდევნო სამი დღე? ამ კითხვებს სინოპტიკოსმა დავით ლოლაძემ  პასუხი ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გასცა. მისი თქმით, მაღალი ნალექის შემთხვევაში , საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე მოსალოდნელია წყალმოვარდნები.

“გარემოს დაცვის სააგენტომ შესაბამის უწყებებს გაუგზავნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ 19,20 , 21 მაისს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და  ქარის გაძლიერება. მდინარეებზე კი  წყალმოვარდნები. ჩვენთან 24 საათიანი მუშაობა მიმდინარეობს , ვაკვირდებით სახვადასხვა ტერიტორიებს, თუმცა რთულია წინასწარ განვსაზღვროთ, თუ სად უფრო სახიფათო მდგომარეობაა – დასავლეთ, თუ  აღმოსავლეთ საქართველოში.  ნალექის მხრივ იმდენად  რთული ვითარებაა ორივეში. “-განაცხადა დავით ლოლაძემ.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...