ქალაქ მონცაში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უწოდა ” ლამაზი ბიჭი, რომელსაც ყავს ლამაზი დედა, რომელიც  მას ხელით ატარებს”.

ამ სიტყვებით ბერლუსკონიმ მაკრონის 24 წლით უფროს ცოლზე გააკეთა მინიშნება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბერლუსკონი ირონიული გამონათქვამებით მოიხსენიებს ახლად არჩეულ პრეზიდენტებს. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა, ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ის სიმპატიური ახალგაზრდაა, ოღონდ ცოტა გარუჯული, რაზეც იტალიელმა სტუდნტებმა უპასუხეს, რომ სჯობს იყო ახალგაზრდა და გარუჯული, ვიდრე ბებერი და მელოტი პლასტიკური ოპერაციებით და გადანერგილი თმებით.

სილვიო ბერლუსკონის 2 ცოლი ყავდა. ახლა 80 წლის პოლიტიკოსს ახლო ურთიერთობა 31 წლის ფრანჩესკა პასკალესთან აქვს.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...