გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა სამი დღე გაგრძელდება. ხვალ, წვიმასთან ერთად ქარიც გაძლიერდება.

„დღეს, ხვალ და ზეგ იწვიმებს, დროგამოშვებით ძლიერად. ხვალ ქარიც უნდა გაძლიერდეს. თბილისშიც და ზოგადად, საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვაქვს ცუდი ამინდი. იქნება წვიმა, ზოგან – ძლიერი, ქარიც გაძლიერება, ზოგან იქნება სეტყვაც“, – განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში.

დღევანდელი წვიმის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე რაიონი დაისეტყვა. კერძოდ. ბორჯომი, ბაკურიანი და გორი.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...