პორტალ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი  ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აივანზე გადმოდგა და შვედეთის პროკურატურის გადაწყვეტილება შეაფასა.

ასანჟის მომხრეები პლაკატებით : “თავისუფლება ასანჟს”, “თავისუფლება პრესას” და სხვ. რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ ცნობილი მამხილებლის გამოჩენას. ეკვადორის აივნის ქვეშ უამრავი ხალხი შეიკრიბა.  ბოლო წლებში, როცა საელჩოდან გამოსვლა შეუძლებელი იყო, ასანჟი  სწორედ აქედან მიმართავდა ხალხს .

ამჯერად ასანჟმა განაცხადა, რომ შვედეთის პროკურატურის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საქმის გამოძიება გაუპატიურებაზე, რომელიც თითქოსდა მან სტოკჰოლმში ჩაიდინა, -მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. WikiLeaks-ის დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ პორტალი, რომელიც საიდუმლო მასალებს აქვეყნებდა, თავის საქმიანობას  გააგრძელებს.

 

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...