“არსებობს ორად ორი ქვეყანა, სადაც პუტინმა შეიძლება აშშ-ს სირიის გამო პასუხი გასცეს: უკრაინა და საქართველო, ამიტომ ჩუმად უნდა ვიჯდეთ”-ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ ანალიტიკურ თოქ-შოუ “პანორამაში” სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, სირიაში აშშ-ის ქმედებას  რუსეთი აუცილებლად უპასუხებს.

” 2008 წლის დასაწყისში დასავლეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. მე გახლდით იმ დღეს ბელგრადში და ვნახე სერბი ხალხის რეაქცია, როდესაც დაწვეს მაკდონალდსი, მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ ამერიკის საელჩოს და სერიოზული ანტიდასავლური ისტერია იყო ქალაქში. კოსოვოს აღიარებით მოხდა რუსეთის იგნორირება საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ საკითხში, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ურღვევობის პრინციპი. რუსეთმა ასიმეტრიული პასუხა გასცა აფხაზეთში , სადაც საქართველოს მთავრობა ჩქარი გარბენით შევარდა  დაგებულ ხაფანგში . ამას მოყვა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რუსეთის რეაქციები ამერიკის ანტირუსულ ქმედებებზე არის საკმაოდ შეზღუდული. რომ გადავავლოთ თვალი პოლიტიკურ რუქას, არსებობს ორი ქვეყანა, სადაც მათ შეუძლიათ პასუხი გასცენ. ეს არის ამერიკის მოკავშირეებად მოაზრებული საქართველო და უკრაინა. ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას საქართველომ? რუსებს აქვთ გამოთქმა – ниже травы тише воды … წყნარად უნდა ვიჯდეთ და არ უნდა ვიყოთ პოლიტიკურად ანგაჟირებული , ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ფოკუსი ეკონომიკაზე. ეს არის საქართველოს გზა”-განაცხადა ირაკლი გოგავამ.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...