სიმღერა, რომელმაც 1964 წელს, ევროვიზიის კონკურსზე ქულების რაოდენობით ყველა რეკორდი მოხსნა და მსოფლიო ჰიტად იქცა, 16 წლის იტალიელმა გოგონამ ჯილუელა ჩინკუეტიმ შეასრულა და წლების განმავლობაში, ამ კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულად რჩებოდა, სანამ 1986 წელს რეკორდს 13 წლის ბელგიელი სანდრა კიმი მოხსნიდა.

სიმღერა კარგად ახსოვთ ყველა ქვეყანაში უფროსი და საშუალო თაობის წარმომადგენლებს. მათ შორის პოსტ საბჭოთა სივრცეშიც. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საქართველოში კონკურს “ევროვიზიის” შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა, ხოლო ცნობილი შემსრულებლების დიდ ნაწილს  მხოლოდ აუდიო ჩანაწერების მეშვეობით იცნობდნენ, სიმღერა ,,ნონ ო ლეტა” უზომოდ პოპულარული იყო მისი მელოდიურობის, აგრეთვე შინაარსის გამოც. მას ბავშვობასთან გამოსამშვიდობებელ ჰიმნსაც კი უწოდებდნენ.

სიმღერის გმირი ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ახალგაზრდა მამაკაცთან სერიოზული ურთიერთობები ქონდეს, ის მასთან ერთად სეირნობასაც ვერ ბედავს, სანამ არ გაიზრდება. გოგონა თხოვს თავის შეყვარებულს, დაუცადოს სანამ გაიზრდება და შემდეგ ის აჩუქებს თავის სიყვარულს. 16 წლის შემსრულებლისთვის ეს ტექსტი ძალიან აქტუალური იყო.

სიმღერამ იმავე წელს, სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალზეც პირველი ადგილი მოიპოვა .


სან-რემო 1964 წელი.

ევროვიზია 1964-ის მთლიანი ჩანაწერი 1956 წლის ჩანაწერებთან ერთად 1970 წელს, დანიის ტელეცენტრში ხანძრის დროს დაიწვა. შემორჩენილია მხოლოდ კონკურსის რადიოტრანსლაციის ჩანაწერები და ჯილიოლა ჩინკუეტის გამოსვლის არასრული ჩანაწერი, როცა ის უკვე გამარჯვებულად გამოცხადდა.


ევროვიზია 1964. ჩანაწერის ნაწილი აღდგენილია კადრების გამეორებით.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...