წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივს განუცხადეს, ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, ასევე სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

შსს-ს ცნობით, ავტოავარიაში ორი მანქანა ფიგურირებს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...