ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასაქმების სავიზო პროგრამა, რომელიც კომპანიებს იაფი უცხოელი მუშახელის დასაქმების შესაძლებლობას აძლევდა, გადაიხედება და მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მუშახელზე გაიცემა. შესაბამის განკარგულებას ხელი დონალდ ტრამპმა მოაწერა.

სამუშაო ვიზა H-1B გულისხმობს უცხოელი ტურისტის ვიზას, რომელიც ამერიკულ კომპანიას უფლებას აძლევს, დაიქირავოს უცხოელი 6 წლით. 

გარდა სავიზო პოლიტიკისა, დოკუმენტი გულისხმობს ცვლილებებს ამერიკის სახელმწიფო შესყიდვებისა და სავაჭრო ხელშეკრულებების მიმართულებით.

პროტექციონისტული განკარგულების მიზანია, ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვა და ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება. მეორე მხრივ, სახელმწიფო დაწესებულებებს ეძლევათ საშუალება, გადახედონ იმ სავაჭრო ხელშეკრულებებს სხვა ქვეყნებთან, რომლებიც მეტისმეტად დიდი მოცულობის უცხოური საქონლის შესყიდვას გულისხმობს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...