აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასათზე ირანთან დადებული ხელშეკრულება  მწვავედ გააკრიტიკა . მისი თქმით შეთანხმება ჩავარდა.

“ირანის ბირთვული ამბიციები მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს. მოქმედებების ერთობლივმა ყოვლისმომცველმა გეგმამ არ გაამართლა, მან მხოლოდ გაახანგრძლივა ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევის დრო.”-განაცხადა ტილერსონმა.

ბირთვულ საკითხზე ირანთან შეთანხმებას მან უწოდა “ბირთვული ამბიციის მქონე ქვეყნის მოსყიდვის კიდევ ერთი მაგალითი “.

სახელმწიფო მდივანმა ირანის ხელისუფლება სირიაში, ერაყსა და ლიბანში ტერორიზმის სპოსორობაში დაადანაშაულა. მისი თქმით,  “ირანი, თუ მას არავინ შეაჩერებს, შეიძლება ჩრდილოეთ კორეის გზით წავიდეს.”


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...