თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი დაეშვა. ვიქტორ ორბანი საქართველოს მეუღლესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად ეწვია. აეროპორტში სტუმრებს ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა დახვდა.

უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვახშამზე უმასპინძლებს. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი კი მხოლოდ ხვალ, 21 აპრილს დაიწყება. გაიმართება პრემიერთან პირისპირ, მოგვიანებით კი გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა . ვიქტორ ორბანი პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება. მონაწილეობას მიიღებს საქართველოს და უნგრეთის ბიზნეს-ფორუმში.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...