სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, რომ მან 2018 წელს საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტობაზე წამოაყენოს. ამის შესახებ მან “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” განაცხადა.

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, მოისურვებდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას, დეპუტატი ასე პასუხობს: “ძალიან ადრეა და ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თუ როგორი იქნება ჩემი მუშაობა პარლამენტში, თუ როგორი ვიქნები მე 2018 წელს, როგორი მოსაზრება მექნება მე. რა შეიძლება გაკეთდეს იმ თუ ამ თანამდებობაზე და სად იქნება უფრო მნიშვნელოვანი გავაგრძელო ჩემი მოღვაწეობა ამ ქვეყნისთვის… გამორიცხული არ არის რომ მივიღო მონაწილეობა. ცხოვრებამ მასწავლა, რომ გამორიცხული არაფერი არ არის და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვუპასუხო ასეთ კითხვებს”.

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტობაზე 2013 წლის არჩევნებისთვისაც წამოაყენა, თუმცა მას ორმაგი მოქალაქეობის გამო, საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება არ მიეცა. საქმე სასამართლომდეც მივიდა, სადაც მან პროცესი ცესკოსთან წააგო.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...