როგორც «Интерфакс»-ს კანონპროექტის ავტორმა , გოსდუმის დეპუტატმა ვლადიმერ სისოევმა ( ЛДПР) განუცხადა, მოქმედ კანონში შევა რამდენიმე ისეთი შესწორება, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ ლენინის დასაფლავება იქნება შესაძლებელი.

“ჩვენი კანონპროექტი შეიცავს ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაკრძალვის სამართლებრივ მექანიზმს. ვადებს და ადგილს გასაზღვრავს ხელისუფლება, უწყებათაშორისო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით”-განაცხადა სისოევმა.

ვლადიმერ ლენინის ცხედარი მოსკოვის წითელ მოედანზე, მავზოლეუმში 1924 წელს მოათავსეს. მავზოლეუმს პერიოდულად კეტავენ პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის, რა დროსაც ლენინს ბალზამირებას უკეთებენ სამკურნალო და არომატული მცენარეების ინსტიტუტის სპეციალისტები. რევოლუციის ბელადს რამდენიმე წელში ერთხელ კოსტიუმს უცვლიან.

შეგახსენებთ, რომ წელს, რუსეთი ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავს აღნიშნავს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...