რუსეთში, პენსიონერმა ვიქტორ სმირნიაგინმა ტომსკის დასახლებიდან Белый Яр, პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს თავისი პენსიის დანამატი, 60 რუბლი უკან დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის კომუნისტური პარტიის ( КПРФ ) ვებგვერდი აქვეყნებს.

პრემიერისადმი გზავნილში პენსიონერმა დაწერა: “სოფელი-ქალაქს-ნაბახუსევისთვის”.

სმირნიაგინის თქმით, ფოსტის თანამშრომლები თავიდან ფულადი გზავნილის მიღებაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა მან 1 საათიანი კამათის შემდეგ თავისი გაიტანა.

 

60 რუბლის გასაგზავნად მამაკაცმა 133 რუბლი გადაიხადა. “მივდივარ სახლში და საკუთარ მელოტ თავს ვეფერები”-წერს პენსიონერი თავის მიმართვაში, რომელიც  მან საინფორმაციო საშუალებებს გადაუგზავნა.  სმირნიაგინმა ყველა პენსიონერს მოუწოდა, პენსიის დანამატი მთავრობის მეთაურს გაუგზავნონ. “იქნებ ამ გზით გაიგონ ჩვენი ხმა , თუ იმ კაპიკებს მივუყრით, რომლის შესახებაც გაჰყვირიან და ხმაურობენ შეუჩერებლად”.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...