პარიზში, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია REUTERS-მა ტერორისტებთან დაკავშირებული რესურსის მეშვეობით მოიპოვა.

შეტყობინებაში  ნათქვამია, რომ თავდასხმა ISIS-ის “ჯარისკაცმა” აბუ იუსიფმა განახორციელა, რომელიც ბელგიის მოქალაქეა

პოლიციამ თავდამსხმელის თანამზრახველის დაპატიმრების ორდერი გასცა. ცნობილია, რომ ის პარიზში ბელგიიდან მატარებლით ჩავიდა.

20 აპრილს, საღამოს, თავდამსხმელმა პარიზის ცენტრში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ერთი თანამშრომელი დაიღუპა , ორი კი დაიჭრა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, თუმცა პოლიცია ვარაუდობდა, რომ ის მარტო არ იყო.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...