როგორც ტელეარხი BFM TV საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ბოროტმოქმედი თავისი განზრახვის შესახებ Telegram-მესინჯერში წერდა. წინასწარი მონაცემებით, ის პარიზის აღმოსავლეთ გარეუბანში ცხოვრობდა. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარა. სახლის მეპატრონეებად 39 წელის კარიმ ჩეურფის ოჯახი ითვლება. ცნობილი გახდა, რომ ჩეურფი 2001 წელს გასამართლებული იყო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

თავდასხმა ხუთშაბათს, 20 აპრილს, საღამოს მოხდა. პოლიციიეს მანქანასთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც მამაკაცი გადმოვიდა და პოლიციელებს სროლა აუტეხა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა. მსროლელი ლიკვიდირებულია, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით, მას თანამზრახველი ყავდა. მომხდარეზე პასუხისმგებლობა isis-მა აიღო. ექსტრემისტების განცხადებით, თავდასხმა მათმა “ჯარისკაცმა” სახელას აბუ იუსიფმა მოაწყო.

 

 

 

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...