მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა მეორე პოლიციელი, რომელსაც ელისეს მინდვრების რაიონში, თავს დაესხნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამნაშავე, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო.

სროლის შემდეგ,  1 საათში, იმავე რაიონში, კვლავ გაისმა სროლების ხმა. დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

პოლიციის წარმომადგენლების თქმით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან ელისეს მინდვრების მთელ პერიმეტრზე – ტრიუმფალური თაღიდან კონკორდის მოედნამდე, მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია. შეიარაღებული პოლიციელები ხალხს თხოვენ,  მოედნისკენ წავიდნენ და არ გაჩერდნენ ბნელ ადგილებში.

20 აპრილს, საღამოს, თავდამსხმელმა პარიზის ცენტრში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ერთი თანამშრომელი დაიღუპა , ორი კი დაიჭრა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო არ იყო.

თვითმხილველების თქმით, დამნაშავე მანქანიდან გადმოვიდა და ავტომატით დაიწყო სროლა.

პარიზში დაწყებულია საპოლიციო მოქმედებები, რომელშიც ჩართულია ვეტმფრენები.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...