თბილისში, „ქორთიარდ მარიოტთან“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციით ხვდებიან.

აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვას აპროტესტებს. მათი განცხადებით, ეს არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

აქციას ასევე შეუერთდნენ ის სტუდენტებიც, რომლებმაც განათლება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მიიღეს და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის დახურვით მათ მომავალს საფრთხე ექმნება.

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” ასევე შეიკრიბნენ “ქართული იდეის” წარმომადგენლები, რომლებიც კონტრაქციას მართავენ და აცხადებენ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის სოროსის მორიგი პროექტი, რომელიც „ეროვნულობის განადგურებას ემსახურება“.

ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ, ვიქტორ ორბანი პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდება. ეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება. სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილსაც ექნება კითხვები უნივერსიტეტის დახურვასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი სწორედ ცენტრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...