ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ე.წ. არჩეული პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტება. ბიბილოვის ინაუგურაცია 21 აპრილს გაიმართება.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, პრეზიდენტის ინაუგურაციის პერიოდში 20 აპრილის 20:00 საათიდან 22 აპრილის 07:00 საათამდე შეჩერდება მოქალაქეების გაშვება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე. საკითხზე კომენტარი გააკეთა ლტოლვილთა განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...